მადონამ ახალი სინგლის Dark Ballet გამოსვლის შესახებ განაცხადა. სიახლის გასაზიარებლად პოპის დედოფალმა სოციალურ ქსელში სიმღერაზე გადაღებული ვიდეოს ყველაზე პროვოკაციული კადრები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ კლიპი, რომელიც დღის სინათლეს ხვალ იხილავს, რელიგიური თემატიკისაა.
პოპის დედოფლის თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ მუსიკალური რგოლი ხმაურიანი და სკანდალური იქნება.
View this post on Instagram
Dark Ballet……………… Madame ❌………….tune in tomorrow ???? @mykkiblanco #darkballet #madamex #joanofarc
ცნობისთვის, Dark Ballet, რომლის ინსპირაციად სტენლი კუბრიკის ფილმი ,,მექანიკური ფორთოხალი” იქცა, მადონას მომავალ, მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში Madame X შედის. დისკის რელიზი 14 ივნისს შედგება.
Madame X – მადონამ ახალი ალბომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა (ვიდეო)
