LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა ახალი ალბომი 20 დოლარიანი პრეზერვატივებით გაარეკლამა (ფოტო)

ამერიკელმა შემსრულებელმა მაილი საირუსმა 31 მაისს მეორე მინი ალბომი She Is Coming გამოუშვა. ახალი დისკის სარეკლამოდ 25 წლის მომღერალმა მორიგ პროვოკაციას მიმართა.

She Is Coming - მაილი საირუსის სიურპრიზი თაყვანისმცემლებს (ვიდეო)

მაილი საირუსი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთაც პროვოკაცია ცხოვრებისა და კარიერის წესად აქციეს. 

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავმა სპეციალური კოდით, რომლითაც ფირფიტის ციფრული ვერსიის გადმოწერაა შესაძლებელი, პრეზერვატივის ხაზი გამოუშვა.

პრეზერვატივის ფასი, რომელსაც შავი შეფუთვა აქვს, 20 დოლარია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაილიმ კრებულის საიმიჯოდ გაყიდვაში 30-დან 60 დოლარამდე ღირებულების მაისურების, პულოვერებისა და ჰუდების კოლექციაც ჩაუშვა.

გაირკვა, რომ ლიმიტირებული ვარდიფერი ჰუდი, რომელიც 175 დოლარი ღირს, მარკ ჯეიკობსთან თანამშრომლობით შეიქმნა.