ყველამ იცის, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, 20 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობის მოთხოვნისთვის საჭირო 300 ათასამდე ხელმოწერა უკვე შეგროვდა.
“ყველამ იცის, რომ ეს სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას, უნდა შეიცვალოს გაცილებით უფრო სამართლიანი სისტემით. გვინდა ე.წ. “ქართულ ოცნებას” საშუალება მივცეთ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ მთელ საზოგადოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული პოლიტიკური გზით განახორციელოს ეს პროცესი”,- განაცხადა ვაშაძემ.
