LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი შეფერხება მეტროში -ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა შეჩერდა

მორიგი შეფერხება და ევაკუაცია მეტროში – რამდენიმე წუთის წინ ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, ადგილზე დამწვრის სუნი იგრძნობოდა და მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” ევაკუაცია გამოცხადდა.

"სადგურის მოედანზე" მეტრო მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებს

შეფერხება დაახლოებით ნახევარი საათია არსებობს.

სატრანსპორტო კომპანიაში კი განმარტავენ, რომ ტექნიკური შეფერხების გამო, ჯგუფი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, ხაზიდან მოიხსნა და დაემატა სარეზერვო შემადგენლობა. მათი თქმით, სწორედ ერთი შემადგენლობიდან, მეორეზე გადასვლას მოჰყვა მგზავრებისა და მოძრაობის შეფერხება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური შეფერხების გარეშე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მეტროში ანალოგიური ვითარება გუშინ დილითაც იყო. ტექნიკური ხარვეზისა და შემადგენლობების ცვლილების გამო, გარკვეული პერიოდით მოძრაობა შეჩერდა.