LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW და Jaguar ახალი თაობის ელექტრომობილის შესაქმნელად გაერთიანდნენ

მსოფლიოს წამყვანი ავტოკონცერნები სრულიად ახალი და ინოვაციური ელექტრომობილის შესაქმნელად გაერთიანდნენ. BMW-ს ჯგუფი Jaguar Land Rover-ს შეუამხანაგდა და მომავლის თაობის ავტომობილზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

ორივე კომპანია ამჟამად ფინანსურ კრიზისშია, BMW14 მილიარდი დოლარის დაზოგვას ვარაუდობს, Jaguar-მა კი 5 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირება გადაწყვიტა. ავტომწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ერთობლივი მუშაობა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან წაადგება.

აღსანიშნავია, რომ კოლაბორაციის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ იტალიაშიც მიიღეს და ერთმანეთს Fiat და Renault დაუკავშირდნენ.