LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი ნომერ პირველი” – ტინა კუნაკი მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

დღესდღეობით, ტინა კუნაკი და ვენსან კასელი ერთ-ერთ საუკეთესო ვარსკვლავურ წყვილად ითვლებიან. 22 წლის მოდელისა და 52 წლის მსახიობის ურთიერთობა 3 წელს ითვლის.

იტალიელმა ლამაზმანმა, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდა, ახლახან, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის და კასელი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი.

ახალბედა დედამ ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტო წარწერით, ,,ჩემი ნომერ პირველი” ატვირთა, რომელშიც მასზე 30 წლით უფროს მეუღლესთან ერთად არის აღბეჭდილი.

 

View this post on Instagram

 

my n1

A post shared by tina kunakey (@tinakunakey) on

შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. მათ 2018 წლის აგვისტოში იქორწინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ქალიშვილის მშობლები გახდნენ.

ქსელში ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ქალიშვილის პირველი ფოტო გავრცელდა