საცურაო აუზები, რომელიც ერთგვარ სიკვდილის შიშს იწვევს, ბოლო პერიოდში ცენტრალურ ლონდონში არქიტექტურული ტრენდი გახდა. ამის დასტურად უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონში მსოფლიოს პირველი 360 გრადუსიანი ხედით “უსასრულო” აუზი აშენდება და ის 55 სართულიანი ცათამბჯენის თავზე განთავსდება.

საცურაო აუზს აკრილის გვერდები და გამჭვირვალე იატაკი აქვს. დიზაინერები ამბობენ, რომ აკრილი შუშის ნაცვლად გამოიყენეს, რადგან ეს მასალა წყლის ტალღებს სინათლეს გადასცემს, ირეკლება და აუზი აბსოლუტურად გამჭვირვალე და სუფთა ჩანს.
55-ე სართულზე მოწყობილ აუზზე მოსახვედრად სპირალის ფორმის კიბით მოგიწევთ ასვლა, რომელსაც წყალქვეშა კარი აქვს და ის აუზის იატაკიდან იხსნება.

აუზი დაკავშირებულია კომპიუტერულად კონტროლირებად სისტემასთან იმისთვის, რომ წყალი ყოველთვის სწორ ტემპერატურაზე დარჩეს.
საცურაო აუზი თუ პარკინგი - რა მოეწყობა ნოტრდამის სახურავზე (ფოტოები)
დიზაინერებს ორიგინალური იდეები აქვთ, თუ როგორ მოაწყონ ნოტრდამის სახურავი
„როცა აუზის დიზაინზე ვმუშაობდით, გვსურდა, უწყვეტი ხედი გაგვეკეთებინა, წყლის ზემოთაც და ქვემოთაც. იცურაო სქაიაუზში, ეს ცოტა უცნაური შეგრძნებაა. აქედან ლონდონის 360 გრადუსით დანახვა შეგეძლებათ. ვფიქრობთ, რომ აუზს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრები გამოიყენებენ”, – აცხადებენ არქიტექტურულ კომპანიაში.
