საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან ნავი ჩაიძირა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მიგრანტები ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ნავი გადატრიალდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ და ევროკავშირის საპატრულო ხომალდის ეკიპაჟმა 57 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხომალდს ათობით აფრიკელი მიგრანტი ევროპაში გადაჰყავდა.
ლესბოსის კუნძულთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
