ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა. ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.
