LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლის სახურავზე თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.