იაპონიაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ცუნამს ელოდებიან
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხის შესახებ ცნობა ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ გაავრცელა. მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოხდა.
ჯამში ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხი დასახლებული სანაპიროს შესახებ გაიცა.
