პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ლომისობის დღესასაწაულზე დღეს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
“აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი… აი, სად გადის ქართულად დანახული რელიგიური გრძნობები… გაიგეთ, ღმერთს არ სწყურია ამდენი სისხლი!..”- წერს მამა პეტრე

მართლმადიდებელი ეკლესია 19 ივნისს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს – ლომისობას ზეიმობს. ლომისობა დუშეთში ყოველ წელს აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.
მლეთასა და სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა.
