LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო და სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცა, უნდა გადადგეს. სტუდენტები მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.