„კიდევ ერთი აბსოლუტურად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ ივანიშვილის გუნდისგან, კერძოდ კალაძის სახელით.
ამ სამარცხვინო ნაბიჯების შემდეგ, რომელიც დაიწყო იმით, რომ ევროპული საქართველოს და მთლიანად ოპოზიციის გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მტრები შემოუშვეს საქართველოში, ჩაატარებინა ეს რუსული პროპაგანდის ოპერაცია ამ კონფერენციის სახით.
ხოლო დღეს, სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ოკუპანტი დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და პარლამენტის შენობა მისცეს. ეს ყველაფერი გრძელდება იმით, რომ ახლა დაინახეს ხალხის განრისხება და ბოდიშს ვიხდითო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ კობახიძესაც კი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა იყო ამ სამარცხვინო ბოლო აქტის არ დაშვება.
ეს ყველაფერი მოდის ივანიშვილისგან და მთელი ამ გუნდისგან, რომლის პოლიტიკური ხედვა და ნაბიჯები არის საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო და სახიფათო,“ – განაცხადა ბოკერიამ.
კახა კალაძემ პარლამენტში მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა.
რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს - კახა კალაძე
