LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო მშვენიერია, იფრინეთ იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით“ – ევგენი პრიმაჩენკო

ამერიკული სარეკლამო კომპანია Wieden + Kennedy -ის კრეატიული დირექტორი , წარმოშობით რუსი ევგენი პრიმაჩენკო პუტინის ტურისტულ ემბარგოს ეხმაურება და თანამოქალაქეებს  სთავაზობს გამოსავალს, როგორ მოხვდნენ საქართველოში.

“ტურისტებს ინფორმაციისთვის — საქართველო მშვენიერია, განსაკუთრებით თავისი ხალხით. აუცილებლად გაფრინდით იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით”, – წერს ცნობილი მარკეტერი, ევგენი პრიმაჩენკო.

https://www.facebook.com/evgeny.primachenko/posts/2465957606788463

ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს.“მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა”, – ასეთია პეტიციის შინაარსი, რომლის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა",