LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი დედას შე….ი, ვინც ამას გიბრძანებს, რომ ხელებაწეულ ადამიანს თავში ტყვია ესროლო და 15 წლის ბავშვი დააბრმავო“

მწერალი დათო ტურაშვილი 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ხელებაწეულ ადამიანს სახეში ესვრიან ტყვიას. მწერალი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამემ 9 აპრილი გაახსენა.

”ადამიანი , რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას და აპატიმრებს ხელისუფლება, ის არის პოლიტპატიმარი. ასეთი რამე არ მინახავს, ორი ომი გადაიტანა მე-20 საუკუნეში მსოფლიომ, არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ხელებაწეულ ადამიანს სახეში ესვრიან ტყვიას. შენი დედას შე….ი, ვინც ამას გიბრძანებს, რომ ხელებაწეულ ადამიანს თავში ტყვია ესროლო და 15 წლის ბავშვი დააბრმავო” – განაცხადა ტურაშვილმა გადაცემაში “სხვა შუადღე”.