LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფეისბუქში კიდევ ერთი კამპანია გავრცელდა (ვიდეო)

ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი კამპანია დაიწყო. რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას სოციალური ქსელის საშუალებით სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გავრცელდა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ერთი და იგივე ფრაზებით საქართველოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან  და რუსეთს მიმართავენ.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული გაქვთ! ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებებს! თავისუფლებას! საქართველო არ არის თქვენი საკუთრება! საქართველო თავისუფალი ქვეყანაა! მსოფლიო გიყურებს!“

https://www.facebook.com/marika.khundadze/videos/10214805285510089/