რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ინციდენტი მოხდა. ინციდენტის განმუხტვაში სამართალდამცავები ჩაერთნენ. მათ კონფლიქტში მონაწილე პირები გაჰყავთ აქციის ტერიტორიიდან.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, პირი, რომლის გამოც დაპირისპირება მოხდა, სცენაზე ასვლას ითხოვდა. ის აქციის ორგანიზატოებმა არ აუშვეს, ვინაიდან მისივე თქმით, ის გამომსვლელთა სიაში არ იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა ვითარება. უცნობია აღნიშნული პირი დააკავეს თუ არა სამართალდამცავებმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო გამოსვლები 6-ე დღეა იმართება.
