LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია კარამ ,,მოანას” საუნდტრეკი პატარა თაყვანისმცემელთან ერთად შეასრულა (ვიდეო)

ალისია კარამ, რომელიც გასულ წელს, საიუბილეო, მე-60 ,,გრემიზე” ,,საუკეთესო ახალ შემსრულებლად” დასახელდა, ,,ინსტაგრამის” 3 მილიონზე მეტ გამომწერს, ემოციური ვიდეო გაუზიარა.

ვიდეოში, რომელიც კანადელი მომღერლის ერთ-ერთ უკანასკნელ კონცერტზეა გადაღებული, 22 წლის ვარსკვლავი სცენაზე პატარა თაყვანისმცემელთან სახელად ლორენთან ერთად დგას და სიმღერას How Far I’ll Go ასრულებს.

 

View this post on Instagram

 

invited this lil angel on stage again tonight. thank you, Lauren✨

A post shared by ALESSIA CARA (@alessiasmusic) on

შეგახსენებთ, რომ How Far I’ll Go ,,დისნეის” ანიმაციის ,,მოანა” საუნდტრეკია, რომელიც ,,ოქროს გლობუსსა” და ,,ოსკარებზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში წარადგინეს.