LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქციაზე ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი ცუდად გახდა. ერთ-ერთი მათგანი მოშიმშილე გოგონაა, ხოლო მეორე – აქციის მონაწილე 25 წლამდე ბიჭი.

ორივე მათგანი ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს.

ექიმის განცხადებით, ბიჭის მდგომარეობა არის სტაბილური, ხოლო მოშიმშილე გოგონას სტაციონარში გადაიყვანენ.

პარლამენტთან შეუძლოდ გამხდარი გოგონას ჩათვლით სულ ექვსი ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაა. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.