LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: თავს იწყნარებთ და იმშვიდებთ, როცა ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით, რელაქსაციას იკეთებთ?

“თავს იწყნარებთ და იმშვიდებთ, როცა ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით, რელაქსაციას იკეთებთ ამით და მშვიდდებით თუ რა ხდება?“ – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნის გაპროტესტება თავმოყვარეობის საკითხია და მას პარტიულობა არ სჭირდება.

„სრულიად ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს, მინდა, გითხრათ, რომ ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენს უკვე ფანატიზმში გადასულს არაჯანსაღ, არაადეკვატურ ქოცნაცურ, ჯინაზე პოლიტიკას. ბერად მარტივად არის საქმე, თქვენთვის უფერო ბევრად რთულად. თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე გიკვირთ, რომ გამოვდივართ, თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, იმას, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ. ძალადობის დამხობას, ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება, როცა კარდაკარსდიეთ ახალგაზრდებს და  დაასახიჩრეთ. ამას არ სჭირდებათ პარტიულობა,“ – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ხვალ ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ მსვლელობას.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა 19:00 საათის შემდეგ დაიწყება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრი პოსტს სამუშაო კვირის ბოლომდე არ დატოვებს, შაბათს, 19:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოეწყობა. ეს იქნება დემონსტრაციების მე-10 დღე.