რამდენიმე საათია რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია “სირცხვილია!” განახლდა.
აქციის მონაწილეები 7 დღეა პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ.
რამდენიმე წუთის წინ, აქციაზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა ერთერთ ხანდაძმულ ქალბატონს.
“სულ ყველას გთხოვთ, გამოდით მაგ შენობიდან, დაუთმეთ ქართველ ხალხს, ახალგაზრდობას ეს ქვეყანა. ეს ახალგაზრდები, რომლებიც 6 დღეა აქ არიან, ცოდვები არიან, მშიერები, მწყურვალები, ნერვებმოშლილები, თვალდახრილები აღარ არის საჭირო. ბედნიერები უნდა იყვნენ ესენი. ყველას ვთხოვ დაიცვას თავისი სამშობლო. ბედნიერები იყავით შვილებო, გაუმარჯოსჩვენს სამშობლოს” – მიმართა შეკრებილებს ქალბატონმა
https://www.facebook.com/Pirvelamde/videos/vb.771058759920427/1780897348722255/?type=2&theater
