რუსული ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ ლემონდო ჯგუფმა კრეატიული პლატფორმა “summerin.ge” შექმნა , სადაც ვლადიმერ პუტინისთვის სილის გარტყმაა შესაძლებელი.
„ვაჯიბრებთ ქვეყნებს ? – ურტყით რამდენიც გინდათ.. ყოველი გარტყმული სილა ინახება და დგება ტოპ ჩარტი.
Lemondo – პროტესტი ჩვენებურად ?
Spend summer in Georgia. ?❤️
მეგობრებო, ამ საიტზე ჩასმულია FB პიქსელი, რომელსაც გავუზიარებთ ტურისტულ სააგენტოებს, ვისაც დაგჭირდებათ“- წერს სოციალურ ქსელში ლევან კილაძე

პლატფორმის შემქმნელები უერთდებიან სოციალურ კამპანიას “დაისვენე საქართველოში” და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში
„ძვირფასო მეგობრებო მსოფლიოს გარშემო!
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 80%-ს გთავაზობთ დასასვენებლად. დანარჩენი 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ იქ ჯერ ვერ გიმასპინძლებთ“- ნათქვამია პლატფორმის აღწერაში.
