27 ივნისს ციხის კადრების ავტორმა და გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ რუსულ გაზეთთან, Комсомольская Правда-სთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო პროტესტთან დაკავშირებით თქვა, რომ 2008 წლის მსგავსად პუტინს ამ ჯერზეც ტანკები უნდა შემოეყვანა.
ბედუკაძემ ჟურნალისტის კითხვას, საშიში იყო თუ არა რუსებისთვის საქართველოში ჩამოსვლა მან უპასუხა – “რა თქმა უნდა არა, თუმცა… პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში. პუტინი თავის ხალხს იცავს, რუსები ასე უნდა დაიცვას!”
ბედუკაძის თქმით, რუს დეპუტატზე თავდასხმა ვაშინგტონის ბრძანებით მოხდა.
ბედუკაძე ფიქრობს, რომ ქართველთა 80% “მთელი გულით რუსეთისკენ არის” და მათ მხოლოდ ტერიტორიული საკითხი უშლით ხელს. მისი თქმით, ქალაქ ბათუმში ყველაფერი რუსულია – “სიმღერები, მენიუ, ნიშნები”. ვლადიმერ ბედუკაძეს ფიქრობს, რომ თუ რუსი ტურისტები საერთოდ არ ჩავლენ ამ ქალაქში, ბათუმი მოჩვენებათა ქალაქი გახდება.
“რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას, ჩვენ მომავალ კავშირს გაუმარჯოს!” – ამბობს ბედუკაძე რუს ჟურნალისტთან საუბრისას.
