რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემას „რადიო დუეტი” ჯგუფი „სოლო” ესტუმრა. როგორ შეიკრიბა ჯგუფი, რატომ დაირქვეს “სოლო” და როგორ ჩაიწერა სიმღერა, ჯგუფის წევრებმა გადაცემაში ისაუბრეს.
ბენდი შედგება შვიდი წევრისგან, ჯგუფი სოლო შეიქმნა 2018 წელს. გარმონი კახა კიკაჩეიშვილი, რომელიც საკუთარი საქმის პროფესიონალია, დასარტყამზე ლევან არაბიძე, პირველი ხმა ბერდია ონიანი, რომელიც ოპერის თეატრშიც მოღვაწეობს, მეორე ხმა და ბენდში ასაკით პატარა წევრი დათო ბენდელიანი, ბასგიტარა გოგიტა ნაოჭაშვილი და გაგა ლობჟანიძე, რომელიც უკრავს კლავიშზე და საჭიროების შემთხვევაში გარმონზეც. ხელმძღვანელი არ გვყავს ყველას გადანაწილებული გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმე.
ვინ არჩევდა ზოგადად ჯგუფის წევრებს?
ჩვენ ყველანი სხვადასხვა ბენდებში, ანსამბლებში ვიყავით, ვმეგობრობდით გვინდოდა, რომ რაღაც ახალი შეგვექმნა და ასეც გამოვიდა.
რატომ სოლო, ვინ მოიფიქრა ეს სახელი?
თავიდან სახელზე საერთოდ არ გვიფიქრია მაგრამ, როდესაც უკვე საჭიროება მოითხოვდა, წამოვიდა იდეა სახელი „სოლო”, რომელიც ბერდიამ მოიფიქრა.

მოდით ვისაუბროთ თქვენი პროგრამა რამდენ სიმღერას მოიცავს…
ჩვენი პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია, გვაქვს ქალაქური სიმღერები, კინომუსიკა, ჩვენი ძირითადი აქცენტი გადატანილია ალბომზე, ჯგუფმა დაიწყო ალბომის ჩაწერა, სიმღერები იწერება გურამ ლომინაძესთან, სტუდია არის ქუთაისში, ალბომში იქნება 8-10 სიმღერა, 4 სიმღერა უკვე ჩაწერილია ვმუშაობთ დანარჩენზე.
მოდით ვისაუბროთ თქვენს სიმღერაზე „რერო” …
ტექსტი ეკუთვნის ჩვენს მეგობარს ბექა სვანიძეს, რიგითი რეპეტიციის დროს დათომ მოიტანა ეს ტექსტი და სრულიად დაუგეგმავად დაიბადა სიმღერის შექმნის იდია. სიმღერა ჩაიწერა ზაზა ხუბუკელაშვილთან “სეუ სტუდიაში”, არანჟირება ერთობლივად გავაკეთეთ ჩვენ და ზაზამ.
ჯგ. სოლო – რერო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. სოლო – გიმნაზისტი გიმნაზისტკას. Live
ჯგ. სოლო – პოპური ქართული კინოფილმებიდან. Live
ჯგ. სოლო. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


