LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი – გიორგი გახარია

პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი, – ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, იყო თუ არა ძალა გადამეტებული 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მხრიდან.

მინისტრის თქმით, ის დაიცავს ყველა პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ცდილობს მოუწყოს სახალხო სასამართლო.

„მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი. მკაფოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია“, – განაცხადა გახარიამ.