LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.

„საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.