LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგანი და ჰარი ბავშვისთვის ძიძას სამხრეთ აფრიკაში ეძებენ

გამოცემა The Sun ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კვლავ ძიძის აქტიური ძიების პროცესში არიან.

მათი ცნობით, წყვილი ბავშვისთვის ახალ ძიძას ამჯერად,  სამხრეთ აფრიკაში ეძებს, რათა ტურნეს დროს დახმარება აღმოუჩინოს.

ცნობისთვის, ეს დამხმარე ქალის აყვანის რიგით მესამე მცდელობაა. აქამდე მათ ორი ძიძა პირადი მიზეზებით შეცვალეს. ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი მეგანის მძიმე ხასიათი გახდა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს შვილის ძიძა გაექცათ (ფოტო)

37 წლის მეგან მარკლისა და 34 წლის პრინცი ჰარის პირველი ვაჟი, პრინცი არჩი სამყაროს 6 მაისს მოევლინა

37 წლის მეგან მარკლისა და 34 წლის პრინცი ჰარის პირველი ვაჟი, პრინცი არჩი სამყაროს 6 მაისს მოევლინა. ცნობისთვის, ბრიტანული გაზეთი The Sunday Times წერდა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილი სავარაუდოდ აფრიკაში გადადის საცხოვრებლად.