პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას არჩილ თალაკვაძე მის პირად “ფეისბუქგვერდზე” ავრცელებს:
„ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“ წერს თალაკვაძე






