LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წადი, – “თავისუფლების მარში“ ამ მოწოდებით იმართება

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლებისმოედნისკენ მიემართებიან.

“წადი”, – “თავისუფლების მარში“ ამ მოწოდებით იმართება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “არა ძალადობას”, “არა 91 დამჭერ დეპუტატს”, “რუსეთი ოკუპანტია”.

აქციის მონაწილეებს თეთრი მაისურები აცვიათ წარწერით- „გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”.

მსვლელობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი უკვე 10 დღეა ითხოვს.