LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი პუტინს შეხვდა – რა ემოციას ხედავთ მის სახეზე? [ვიდეო]

რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ვატიკანში, პაპის ბიბლიოთეკაში, დახურულ რეჟიმში წარიმართა. მათ საუბარს მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულებას რუსული დელეგაციის წევრები სხვა ოთახში ელოდნენ.

მედიაში ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, რომელიც ჰოლშია გადაღებული. პუტინმა ხელის ჩამორთმევის შემდეგ, პაპს ჟესტით მიუთითა, რომ ოთახში პირველი შესულიყო, თუმცა ფრანცისკემ ღიმილით უთხრა, რომ სტუმარი ოთახში პირველი უნდა შესულიყო.

პუტინის დელეგაციაში იყვნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი და ჯანდაცვის მინისტრი ვერონიკ სვორცოვა, რომელიც პროტოკოლის თანახმად მივიდა სასახლეში – მუქი კაბასა და თავსაბურავში გამოწყობილი.

https://www.youtube.com/watch?v=cQFYxVyFm44