ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა მაისურები, რომლებზეც საბჭოთა დროინდელი ჟურნალიდან „საქართველოს ქალი“ ამონარიდები აქვს დატანილი.
როგორც დიზაინერი წერს, ამონარიდები ამოღებული აქვს „საქართველოს ქალის“ 70-იანი წლების გამოცემებიდან: „…ბიბლიოთეკებში და ძველი თაობის არქივებში ვიპოვეთ დიდხნიანი ძებნის შემდეგ. ძალიან სახალისოდ ა საინტერესო რჩევებია, რომლებიც მინდოდა გამეზიარებინა… გამოდიოდა ძალიან საინტერესო ჟურნალი, რომელსაც ერქვა „საქართველოს ქალი“, სადაც უამრავი საინტერესო სტატია იწერებოდა, როგორც მოდაზე, ასევე რჩევებზე…“




