LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ხვიჩა მაღლაკელიძეს, რომელმაც ვირტუოზული გიტარით გაგვილამაზა სიმღერა“ – კვარტეტი „სიონი“

„რადიო დუეტის” სტუმარი  კვარტეტი „სიონი” იყო, რომელიც რადიოს პირველი სტუდიური ჩანაწერის პრემიერის ფარგლებში ესტუმრა, გარდა ამისა  მსმენელს ცოცხალი შესრულება შესთავაზა და სამომავლო გეგმებიც გააცნო. 

გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენი კვარტეტის შექმნის ისტორია?

ვახო რიკრიკაძე:

კვარტეტის წევრებს გაგაცნობთ, გიგა მექერიშვილი, თორნიკე წიკლაური, ვასილ ნემსაძე და მე გოგა ლიკლიკაძე. კვარტეტი რამდენიმე წელია არსებობს, მე მოგვიანებით შევუერთდი და უკვე 3 წელია ერთად ვმუშაობთ. ახლა გავაკეთეთ პირველი, ქალაქური სიმღერის, სტუდიური ჩანაწერი. კვარტეტს აქვს ერთი დისკი, მაგრამ ეს ძირითადად არის ხალხური სიმღერების კრებული.

თორნიკე წიკლაური:

ქალაქური სიმღერის მაქსიმალურ პოპულარიზებას ვეწევით, გვაქვს გასვლითი კონცერტები, ვიყავით ფინეთში, ყაზახეთში, დუბაიში.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვახო რიკრიკაძე:

გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, ცნობილი კომპოზიტორების  ქალაქურ კომპოზიციებზე. პროდიუსერი ამ ეტაპზე არ გვყავს, თავად ვაგვარებთ ყველაფერს.

ვისაუბროთ სიმღერაზე რომელიც დღეს დაპრემიერდება ?

სიმღერის სახელწოდებაა „კიდევ გეტყვი”, მუსიკის ავტორია ლილიკო ნემსაძე, ტექსტი თამაზ სანებლიძეს ეკუთვნის, ჩაიწერა  მარიკა ქაცარავას სტუდიაში და თავად არის არანჟირების ავტორი. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სატელევიზიო პრემიერას. მადლობა ხვიჩა მაღლაკელიძეს, რომელმაც თავისი ვირტუოზული გიტარით გაგვილამაზა სიმღერა.

წარმატებას გისურვებთ…

 

კვარტეტი სიონი – კიდევ გეტყვი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

კვარტეტი “სიონი” – მუხამბაზი. Live

 

კვარტეტი “სიონი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები