„რადიო დუეტს” მომღერალი სალომე ბაკურაძე სტუმრობდა, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალი, საზაფხულო სიმღერის პრემიერა შემოგვთავაზა. „ხელები მაღლა” ასეთია საცეკვაო და რიტმული სიმღერის სახელწოდება, რომელიც ამიერიდან „არ დაიდარდოს” ეთერში იტრიალებს.
რა ხდება შენს შემოქმედებაში საინტერესო?
გარდა იმ სიმღერისა, რომელიც დღეს დაპრემიერდება, ვმუშაობ კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე, ასევე ვგეგმავ კლიპის გადაღებას, მოვსინჯავ, როგორ მიიღებს მსმენელი სიმღერას და შესაბამისად გადავწყვეტ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვუსმენ რადიოს და ადამიანები ითხოვენ შენს სიმღერას.
გაქვს თუ არა გამორჩეულად საყვარელი სიმღერები და კონცერტზე რომელ სიმღერებს ითხოვენ ხოლმე?
ასე გამორჩეული არ მაქვს, მაყურებლიდან გამოდინარე ვარჩევ ხოლმე სიმღერებს, ყველაზე ხშირად ითხოვენ ჩემი და ნოდიკოს დუეტს, სულ უნდათ რომ ეს სიმღერა ვიმღეროთ. ჩემი და ნოდიკოს მეგობრობიდან გამომდინარე ბევრი რამე იგეგმება, მუდმივად ვართ ჩართული ერთმანეთის შემოქმედებაში.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე „ხელები მაღლა”?
ეს სიმღერა ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მისივე არანჟირებაა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, ბოლო ნაწილი დათო ფორჩხიძემ დაწერა. ერთი წლის წინ დაიწერა უბრალოდ ამ დრომდე ვერ იხილა დღის შუქი. ზაფხულისთვის შესაფერისი სიმღერაა, „ბრავო სტუდიაში” ჩავწერე. მადლობა ბორიკოს, მუდმივად მარგებს სიმღერებს და იცის რა მომიხდება და მჭირდება.
როგორია საზაფხულო გეგმები ?
საზაფხულო გეგმები უკავშირდება შავ ზღვას და ბათუმს, კონკრეტული რიცხვები ჯერ არვიცი, სად როდის რა გაიმართება.
მადლობა სალომე, წაემატებას გისურვებ…
სალომე ბაკურაძე – ხელები მაღლა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სალომე ბაკურაძე – ეს სიმღერა. Live
სალომე ბაკურაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


