LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პატარა ქალთევზას” ეკრანიზაციაში არიელის როლის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია

არიელის როლს ,,პატარა ქალთევზას” ეკრანიზაციაში ჰალი ბეილი შეასრულებს. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად ბიონსეს პროტეჟესგან გახდა. მან ,,ტვიტერზე” აფრო-ამერიკელი სირინოზის მულტიპლიკაციური ფოტო გამოაქვეყნა.

,,ოცნება ახდა” – აღნიშნა 19 წლის ვარსკვლავმა.

https://twitter.com/chloexhalle/status/1146509551497170944

ცნობილია, რომ ,,დისნეის” საკულტო ანიმაციის რიმეიქს რობ მარშალი გადაიღებს. კინოსურათის მუსიკალურ ნაწილზე ალან მენკენი და ლინ-მანუელ მირანდა იმუშავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მთავარ უარყოფით პერსონაჟს, ურსულას მელისა მაკკარტი განასახიერებს.