LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში: ქართველებმა მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს

გიორგი ტეფნაძე და არჩილ ბადრიაშვილი პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, ვინც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს. როგორც მთასვლელთა ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალ ნანგა-პარბატზე ექსპედიცია თვეზე მეტია მიმდინარეობს.

„უმაგრესი ამბავი ქართული ექსპედიციიდან, საქართველოს ნაკრების წევრები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები არიან, ვინც ფეხი დადგეს ამ უდიდეს მთაზე!

ექსპედიცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, კლიმატური პირობების გამო. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძინე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდათ გზა გაერძელებინათ!“ – წერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია.

 

ნანგა-პარბატის მწვერვალი 8 126 მეტრია (სიმაღლით მსოფლიოში მე-9 მწვერვალია) და ტექნიკურად რთული, თოვლიანი ფერდებით გამოირჩევა. მე-20 საუკუნეში ნანგა-პარბატის დალაშქვრას არაერთი მთასვლელის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც მას “მკვლელი მთა” შეარქვეს.