LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი გაიმართება, მომღერლების ვინაობა უკვე ცნობილია

დღეს ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის მე-15 დღეა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს,  რუსთაველზე შეკრებამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო, მას უკვე სხვა დატვირთვა აქვს პროტესტს მუსიკოსებიც უერთდებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქცია-კონცერტში 20 მომღერალი და ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

  1. KayaKata;
  2. სოფო ბათილაშვილი;
  3. ნიკა კოჩაროვი;
  4. ერეკლე დეისაძე;
  5. მწვანე ოთახი;
  6. მარტივი გამოსავალი;
  7. ჯგუფი არა;
  8. რობი კუხიანიძე;
  9. მაია დარსმელიძე;
  10. გია თოიძე;
  11. გიორგი უშიკიშვილი;
  12. თამრიკო ჭოხონელიძე;
  13. ანიტა რაჭველიშვილი;
  14. თერიკა და დასავლელი;
  15. Kung Fu Junkie;
  16. Bedford Falls;
  17. Mellow;
  18. LOUDspeakers;
  19. The BearFox;
  20. Four Dimensional Monster Lobsters და სხვები.   

    ელენე ხოშტარიამ აქციაზე იცეკვა [ვიდეო]

     ვიდეო პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე თავად ატვირთა.

თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია უკვე ორი კვირაა გრძელდება. პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ გამოიწვია. 20 ივნისს საპროტესტო გამოსვლა პოლიციამ დაარბია, რასაც საზოგადოების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.