LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ ქუსლის სიმაღლით რეკორდი მოხსნა (ფოტო)

ყველასთვის ცნობილია, რომ ლედი გაგა არაორდინალური ჩაცმის სტილით გამოირჩევა. გამონაკლისი არც მისი ბოლო გამოჩენა ყოფილა.

,,ოსკაროსანი” ვარსკვლავი პაპარაცებმა ნიუ იორკში, სასტუმროს დატოვებისას დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით, ამერიკელ მომღერალს საკმაოდ ფორმალურად ეცვა. მას იტალიელი დიზაინერის – ალბერტა ფერეტის კომბინიზონი ოქროსფერ პერანგთან ჰქონდა შეხამებული, ხელში კი ფრანგული ბრენდის – ,,სელინის” ჩანთა ეჭირა.

ამ ორდინალურ ლუქში გაგამ ეპატაჟურობა ფეხსაცმლით გამოავლინა. 32 წლის შემსრულებელმა, რომელიც ცნობილია მაღალი ქუსლების სიყვარულით, ამჯერად რეკორდი მოხსნა.