LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ გალაგერმა მეორე სოლო ალბომი დააანონსა (ფოტო)

ლიამ გალაგერმა ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Why Me? Why Not. – ასე ჰქვია ინგლისელი მომღერლის მეორე სოლო სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 20 სექტემბერს იხილავს.

მომავალი კრებულის ტრეკლისტი 46 წლის შემსრულებელმა  ,,ტვიტებით” გამოაქვეყნა. ფირფიტაში 11 სიმღერა შედის, რომელთაგან უკვე ცნობილია სინგლები – Shockwave და The River. ჩანაწერის დელუქს გამოცემას 3 ბონუს ტრეკი მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ Oasis-ის ექს-ვოკალისტის სადებიუტო სტუდიური ალბომი – As You Were 2017 წლით თარიღდება.