LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგურებზე შეყენებული მანქანა – გოგონას ოთხივე საბურავი მოპარეს

დღეს, 2019 წელს 5 ივლისს, სახლიდან გამოსულ თინათინ ჯოჯიშვილს საკუთარი მანქანა აგურებზე შეყენებული დახვდა – მას ავტომობილის ოთხივე საბურავი მოპარეს.

როგორც მან “ფორტუნას” განუცხადა, შემთხვევა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ვეშაპურის ქუჩაზე მოხდა.

თინათინ ჯიჯოშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარის შესახებ უკვე აცნობა. მანქანა მან 18 ივნისს შეიძინა და როგორც ამბობს, მნიშვნელოვანი საქმისთვის მის დალომბარდებას გეგმავდა.