LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ თვითმხილველებმა “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული.