აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენებენ ერთადერთ მოთხოვნას – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.
მსვლელობას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეურთდნენ.
მსვლელობის გამო, ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია თავისუფლების მოედანზე.
