რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – 20 ივნისის მოვლენების გამო, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილები 21 საათზე მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაემართებიან.
