LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ალბომში შესაძლოა Artificial love-ის საკლუბო ვერსიაც შევიდეს – New One სიახლეებით „რადიო დუეტში“

„რადიო დუეტს” ჯგუფი New One, დათუნა ბარნაბიშვილი და თიკა ბალანჩინი სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში მათი ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა. „შენთან” ასეთია ახალი სინგლის სახელწოდება, რომელიც New One-ის ახალი ალბომის რიგით პირველი ნამუშევარია, რომელზეც ვიდეორგოლი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

New One-ის შემადგენლობაში სიახლეა, ბენდს ალეკო ბერძენიშვილი და ლაშა თოფურია შეუერთდა, გარდა ამისა ბენდი საავტორო სიმღერების შექმნაზე გადავიდა და ახალი ალბომიც სწორედ საავტორო ნამუშევრებით დაკომპლექტდება. ახალ ალბომში შესაძლოა ყველასთვის საყვარელი სიმღერის Artificial love ორიგინალ ვერსიასთან ერთად საკლუბო ვერსიაც მოვისმინოთ, რომელიც რომელიმე ევროპელ არტისტთან კოლაბორაციით შეიქმნება…

რა სიახლეები გაქვთ?

დათუნა:

სიახლეები მრავლად გვაქვს, დავიწყეთ ალბომზე მუშაობა, ვქმნით საავტორო სიმღერებს, „შენთან” არის პირველი სინგლი, რომელიც ახალ ალბომში შევა. გადავდივართ ერთმნიშვნელოვნად საავტორო სიმღერების კეთებაზე, ქავერები შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ცოტა. სიახლე გვაქვს შემადგენლობაშიც, გავძლიერდით, დაგვემატა ალეკო ბერძენიშვილი ბას გიტარაზე, გიტარაზე ლაშა თოფურია,  კლავიში ნიკუშა ადიკაშვილი, მე და თიკა, ჯამში კვლავ ხუთნი ვართ.

რამდენი სიმღერა შევა ალბომში?

სავარაუდოდ იქნება 8-9 სიმღერა, ალბომის სახელწოდებაზე ჯერ ვერ შევჯერდით, კეთების პროცესში ალბათ მივხვდებით, რა უნდა ერქვას. „ბრავო რექორდსი” გვეხმარება ძალიან და დიდი მადლობა მათ.

თიკა:

ალბომში შევა ყველასათვის საყვარელი სიმღერა Artificial love, რითაც გაგვიცნო მაყურებელმა.

დათუნა:

შესაძლოა ორიგინალთან ერთად საკლუბო ვერსიაც გავაკეთოთ, რომელიმე ევროპელ არტისტთან კოლაბორაციით, ვნახოთ…

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეორე სინგლი Reality არ არის ისეთივე პოპულარული როგორც Artificial love, გირჩევთ რომ მოუსმინოთ, ძალიან კარგი მუსიკალური ნამუშევარია, ნამდვილი ემოციით, ნიკა მემანიშვილის ორკესტრი უკრავს.

მოგვიყევით  ახალ სიმღერაზე „შენთან”, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ ვიდეორგოლი უკვე გადაღებულია?

თიკა:

უკვე გადაღებულია და მალე დაიდება ჩვენს ოფიციალურ იუთუბ-გვერდზე.

დათუნა:

არანჟირება და მუსიკა გვეკუთვნის ჩვენ ყველას ერთად, ტექსტი ეკუთვნის დათო ფორჩხიძეს, ჩაიწერა ”ბრავო რექორდსში”, ეს არის ჩვენი ახალი ალბომის პირველი სინგლი და გპირდებით, რომ ალბომიც მალე გამოვა.

ზაფხულში რა გეგმები გაქვთ?

თბილისში კლუბ „ელ ცენტროში” ვართ ყოველდღიურად, ასევე ვგეგმავთ გასვლით კონცერტებს აჭარაში,  6-ში გვაქვს დაგეგმილი ივენთი ბათუმში, სხვა სიახლეებს ჩვენს ფან-ფეიჯზე დავდევთ ეტაპობრივად.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

New one & თიკა ბალანჩინი – შენთან

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

New one – თიკა ბალანჩინი & დათუნა ბარნაბიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტო