LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს

დღეს დილით ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ღვინო და სუვენირები მოიპარა.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტი ტურისტულ სეზონზე არაერთხელ დაფიქსირდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანი. ნივთები, რომლის მოპარვასაც ცდილობდა, ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19. 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.