LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა გეიშას იმიჯით ჩინური Harper’s Bazaar-ის ფურცლებზე (ფოტო)

რიანა Harper’s Bazaar-ის აგვისტოს ნომრის სახეა. ბარბადოსელი ლამაზმანის ფოტოები ლეგენდარული ჟურნალის ჩინური გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება.

სურათებზე, რომლებიც ჩენ მანმა გადაიღო, 31 წლის მომღერალი გეიშას იმიჯით მოგვევლინა. ეფექტური კადრებისთვის, რირიმ ტანსაცმლის საკუთარი ხაზის – FEИTY, ირის ვან ჰერპენისა და ჟან-პოლ გოტიეს ლუქები მოირგო.

ჩინური Harper’s Bazaar დახლებზე 15 ივლისიდან გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ რიანამ Harper’s Bazaar China 2015 წელსაც დაამშვენა.