დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს აკრიტიკებს. მოძღვარი წერს, რომ ისინი პრორუსულ, ფანატიკურ რელიგიურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდნენ.
"ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი".
იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა - იღუმენია ვასაძის მხარდამჭერებს მიმართავს
„მართლაც, მმკ – ახალი სინედრიონი! ისინი საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, როგორც პრორუსული სატელიტიური ფანატიკური რელიგიური დაჯგუფება, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას მაღალ დონეზე ახერხებს. შეიძლება რამდენიმე ათასი ტაშს უკრავს მათ, მაგრამ ასიათასები ბრკოლდებიან,“ – წერს მამა ილია.
ცნობისთვის, სინედრიონი ქრისტემდე II საუკუნიდან მოქმედი უმაღლესი სასამართლო და იურიდიული ორგანოა. სინედრიონს თავმჯდომარეობდა უმაღლესი მღვდელმსახური, შედგებოდა 71 წევრისაგან: ყველაზე გავლენიანი ოჯახების წარმომადგენელთა, მწიგნობართა და მღვდელმსახურთაგან. სინედრიონმა სიკვდილი მიუსაჯა იესოს, პირველ ქრისტიანებს, სტეფანეს და პავლეს.
