LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში პარაშუტის პლაჟზე ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქობულეთში პარაშუტის პლაჟზე ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის მიზეზად პარაშუტის გაუმართაობას ასახელებენ.

„ჰქონდათ დაზიანებები, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი – არა. თბილისელები იყვნენ, ამიტომ მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით გადაიყვანეს,“ – აცხადებენ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო: netgazeti