სემ სმიტმა ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. სინგლს – How Do You Sleep? ჰქვია.
ინგლისელი მომღერლის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ტრეკი დღის სინათლეს 19 ივლისს იხილავს.
აღსანიშნავია, რომ სიახლე 27 წლის შემსრულებლის მესამე სტუდიურ ალბომში შედის. ფირფიტის რელიზის თარიღი და სახელწოდება ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სემ სმიტმა მომავალი დისკიდან თაყვანისმცემლებს უკვე წარუდგინა Promises და Dancing with a Stranger, რომლებიც კელვინ ჰარისთან და ნორმანისთან თანამშრომლობით ჩაიწერა.
