ჯენიფერ ლოპესის მსგავსად, Hustlers-ის თიზერები ქარდი ბიმ და Lizzo-მაც გააზიარეს. რამდენიმეწამიან ვიდეოებში, ამერიკელი რეპერების პერსონაჟების – დაიმონდისა და ლიზის სტრიპტიზის ცეკვის ეპიზოდებია ნაჩვენები. რგოლებს ფონად ბარდის სიმღერა – Money ადევს.
ჯენიფერ ლოპესმა Hustlers-ის თიზერი გამოაქვეყნა (ვიდეო)
რამდენიმეწამიან ვიდეოს ფონად ქარდი ბის სიმღერა - Money ადევს.
აღსანიშნავია, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების კინოდებიუტი სწორედ ჯესიკა პრესლერის New York Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიის – The Hustlers at Scores ეკრანიზაციაში შედგება.
ფილმი, რომლის რეჟისორი ლორინ სკაფარიაა, ეკრანებზე 13 სექტემბერიდან გამოჩნდება. სურათის ოფიციალური თრეილერი ინტერნეტში 17 ივლისს გამოქვეყნდება.
